სამოდელო გაკვეთილი -„ Mein Haus ist meine Festung“ „ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა“

  მე-11 კლასის სახელმძღვანელოში მოცემულია ძალიან მწირი ინფორმაცია სხვადსხვა საცხოვრებელ სახლებზე, მრავალფეროვნების მიზნით გადავწყვიტე სამოდელო გაკვეთილის ჩატარება სადაც წარმოვაჩენდით  სხვადასხვა ტიპის სახლებს,ძველი და ახალი ნაგებობების არქიტექტურულ ფორმებს (დეკორებს).                                                    ამით მოსწავლეები    გაიაზრებენ ისტორიული პერიოდის, მოვლენების,ტრადიციების გავლენას არქიტექტურაზე და მათ მნიშვნელობას. აგრეთვე ნასწავლ ენობრივ ფორმებს. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ამოიცნობენ  კულტურულ.სიმბოლურ  და საყოფაცხოვრებო რეალიებს და შეძლებენ განსხვავებისა და  მსგავსების  დადგენას.მოსწავლეები გათვითცნობიერდებიან შემოქმედებით და  საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ეზიარებიან  ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებს.დააკვირდებიან და ამოიცნობენ ნაგებობათა და  სამშენებლო მასალის  ტიპებს.,ამოიცნობენ საყოფაცხოვრებო რეალიების მიხედვით ხალხთა ეთნიკურ ჯგუფებს. მოსწავლეები  შეძლებენ გაიგონ ავთენტური  ტექსტები, ამოკრიფონ კონკრეტული ინფორმაცია და მოახდინონ ტექსტების იდენტიფიცირება  ილუსტრაციებთან. აუდიო ვიდეო მასალის გამოყენებით  იმუშავებენ  ტექსტზე- მოსმენის შემდეგშეავსებენ  გამოტოვებულ ადგილებს  ტექსტში.ნიმუშის ჩვენების  შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ  „ ესე „-ს დაწერას.


გამოყენებული  რესურსების  ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე

https://drive.google.com/drive/u/2/folders/1uj5F-qnYC6PYxs0NlE7EBmXDzfE5pZD1

ფოტო მასალა 

https://www.facebook.com/share/p/yFQT5MNZA4WqqMZW/

 




Comments