ექსკურსია -პროექტი "ძველი თბილისი"
პროექტის განხორციელების დრო - 28. ოქტომბერი, 2023 – 2024 სასწავლო წელი.
პროექტის დასახელება: "ძველი თბილისი"
პროექტის შინაარსი:
მოსწავლეები ეძიებენ,იკვლევენ და ეცნობიან, ფოტოებს და ეძებენ მასალებს „ ძველი თბილისის“ შესახებ. თუ რატომ უწოდებენ ასე? როდის დაარსდა თბილისი? რა არის მისთვის დამახასიათებელი? სად მდებარეობს თბილისის რომელ კუთხეში? მოსწავლეები ინტერესდებიან ყველაფრით. , ვინ ცხოვრობს იქ ? და ა.შ. იკვლევენ როგორი სახლებია ძველ თბილისში?, რა არის იქ განსაკუთრებული?.ეცნობიან თბილისის ისტორიას , გამოჩენილ ადამიანებს და ამ ადამიანთა ისტორიებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. ეცნობიან თბილისის ძველ უბანს - „თათრის მეიდანს „ ,რომელსაც ახლა გორგასალის მოედანი ეწოდება.ეცნობიან მეტეხის ტაძარს და ისმენენ მის ისტორიას.ხარფუხს, აბანოთ უბანს, ათვალიერებენ აგრეთვე ბოტანიკურ ბაღს. მოახდენენ ძველისა და ახლის შედარებას. ექნებათ განსხვავებული თვალსაზრისი, იმსჯელებენ, გააკრიტიკებენ ,მაგრამ გაითვალისწინებენ წაკითხულ და მოსმენილ მასალებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათ, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების და ცოდნის კონსტრუირებაში.
Comments
Post a Comment