სამოდელო გაკვეთილი„ Die Reise nach Österreich “ – Wien, Musik, Alpen , Edelweiss… „ მოგზაურობა ავსტრიაში “- ვენა, მუსიკა, ალპები, ედელვაისი .

 მოსწავლეები გაეცვნენ  ავსტრიას, მის დედაქალაქს ,ვენას, ვენის ღირსშესანიშნაობებს, იპერატორთა კარის ცხოვრებას სასახლის  საგანძურს.ავსტრიისა და უნგრეთის  დედოფლის,  ევროპაში ულამაზესი და უჭკვიანესი ქალბატონის, დედოფლის  „ სისის „ ცხოვრებას.ასევე  გაეცვნენ  „შონბრუნის „ სასახლეს, ავსტრიელ კომპოზიტორთა ( მოცარტი, ჰაიდნი, ბეთხოვენი,  შტრაუსი.) ბიოგრაფიებს და  მათ შემოქმედებას.   ნასწავლ ენობრივ ფორმებს  და ლექსიკას.

 მოსწავლეები გათვითცნობიერდნენ შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ეზიარნენ ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებ

   აუდიო-ვიდეო მასალის გამოყენებვით იმუშავეს ტექსტის შევსებაზე-მოისმინეს და შეავსეს გამოტოვებული ადგილებ ტექსტში და ასევე შინაარსის გაცნობის შემდეგ დაასათაურეს ავთენტური ტექსტები.                                                                                                          

მოსწავლეები გაეცვნენ თუ როგორ შეიძლება მუსიკის  საშუალებით  გადმოიცეს სამყაროს აღქმა,ადამიანის ცხოვრება,მისი შინაგანი  მდგომარეობა.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს სამყარო, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყარო,რომლებიც შეუძლიათ შემოქმედებითად ასახონ  ნამუშევრებში.

მოსწავლეები  გაეცვნენ   მსოფლიო, ძველი და ახალი მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს. მათი შექმნისა და შეფასების  განსხვავებულ ისტორიულ კულტურულ, სოციალურ და სხვა  კონტექსტებს.

მოსწავლეები  ჩართულნი იყვნენ აქტივობებში  და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ  პრაქტიკაში. 

ეს ცოდნა -მოსწავლეს დაეხმარება პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუსიკის როლის გააზრებასა და საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში;

საგაკვეთილო მასალას გაეცნობით შემდეგ ლინკზე

https://drive.google.com/drive/u/2/folders/1pfxEphLtD1H_6EgWWElXU_2DQ2icAhgj




Comments