პროექტი "ანა ფრანკის დღიური"

 

...ანას სჯეროდა გულის სიღრმეში, რომ ადამიანები კეთილები იყვნენ...   

    დასრულდა, ჩვენი 7/5 კლასის (№ 39- საჯარო სკოლა) პროექტი, რომელიც მიეძღვნა ებრაელ  გოგონას,  13 წლის ანა ფრანკს - სრულად -                      .  პროექტი ძალზედ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.თავდაპირველად მოსწავლეებმა შეიძინეს წიგნები.შემდეგ წაიკითხეს. გავმართეთ დისკუსია, ვიმსჯელეთ და გავეცანით იმ წლების მოვლენებს (1939-1945 წწ) როდესაც მთელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი 

 მძვინვარებდა.მოსწავლეები გაეცნენ ჰოლოკოსტის ისტორიას - თუ როგორ ცდილობდნენ ნაცისტები ფაშისტური რეჟიმის პირობებში გაენადგურებინათ ევროპის ებრაული მოსახლეობა, რომლის წარმომადგენელიც იყო ოტო ფრანკის ოჯახი და ამ ოჯახის წევრები ანა, მარგოტი, ედიტი და თავად ოტო. შემდეგ ვნახეთ სპეკტაკლი ახალგაზრდული თეატრის მიერ წარმოდგენილი ანა ფრანკის დღიურები". ვნახეთ ფილმი ანა ფრანკის შესახებ. გამოფინეს კედლის გაზეთები.

     მოსწავლეებმა ემპათია გამოუცხადეს მათ თანატოლ ანა ფრანკს, რომელმაც დღიურების სახით ფარდა ახადა და მსოფლიოს ამცნო ფაშიზმის სისაზარლე და სისასტიკე. ბავშვებმა მოიძიეს უამრავი ინფორმაცია და დასასრულს მოვაწყვეთ სასკოლო ღონისძიება ანა ფრანკის საღამო, რომლითაც პატივი მივაგეთ ანას ხსოვნას და მოსწავლეებმა წაიკითხეს ფრაგმენტები ანას დღიურიდან. აღნიშნეს რომ მათ ყოველთვის ემახსოვრებათ ანას თავდადება და მისი სიტყვები:

"სანამ შეგიძლია უშიშრად  ახედო ცას,

სანამ გული წმინდა გაქვს,

 ბედნიერება მუდამ შენთანაა   ."

                        ანა ფრანკი

....მაგრამ   ცხოვრება  გრძელდება და ჩვენ წინ ბევრი ლამაზი მიზანი გვაქვს განსახორციელებელი....


ფოტო-ვიდეო მასალის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ლინკს

https://www.facebook.com/share/p/NVkAmXPYgCdE3UFD/

https://www.facebook.com/share/p/h5oG25b9FeEHZDUy/

 დანარჩენი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

https://drive.google.com/drive/u/2/folders/1EmVOzLFdYYKLl_7K573tw_B307-BXwvY


Comments