პროექტი " ნიჭი ქმნის კულტურას" -ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
სასკოლო სასწავლო პროექტი: „ნიჭი ქმნის კულტურას“. რომელიც მიეძღვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებას. ჩემი სადამრიგებლო კლასი მიწვეული იყო საქართველოს 32 სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა.ნახეს ფიროსმანის რესტავრირებული ,ფერწერული ტილოები- ‘თამარ მეფე „ და „ შოთა რუსთაველი „. მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით ღონისძიებაში-მოსწავლეებმა ხატეს ფიროსმანის ტექნიკით .ამ პროექტმა მოიცვა ფიროსმანის ცხოვრებისეული ყველა წვრილმანი.ეს პროექტი სკოლაში დიდი კონცერტით და გამოფენით დასრულდა.
სტუმრად თიბისი ბანკის დაფინანსებით რესტავრირებული ფიროსმანის ორი ნახატის"თამარ მეფე","რუსთაველი " და მირზაანის მუზეუმის კოლექციის გამოფენაზე თიბისი გალერეაში.
ეს იყო ულამაზესი დღე 39_ე საჯარო სკოლის, 6 /5 კლასის ცხოვრებაში .
მადლიბა თიბისი ბანკს .
პროექტი გრძელდება!
21 თებერვალს, 39_ე საჯარო სკოლის 6/5 კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ნიკო ფიროსმანაშვილის სახლმუზეუმში, იქ სადაც ცნობილმა ქართველმა მხატვარმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს მისი საცხოვრებელი ოთახი, სადაც სხვადასხვა ექსპონატები იყო გამოფენილი. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პროექტი გრძელდება......
შემდეგ გადავინაცვლეთ , საგამოფენო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის მარიამ ჯიჯავაძის პერსონალური გამოფენა, ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ წარმოდგენილ ფერწერულ ტილოებს, ძალაინ მოეწონათ და მთელი კლასის სახელით ვუსურვებთ მარიამს დიდ წინსვლას და წარმატებებს.
.საგამოფენო დარბაზიდან გადავინაცვლეთ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა "სავანეში"- მთაწმინდის პანთეონში. შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დავბრუნდით უკან.
ეს დღე, 21 თებერვალი, კიდევ ერთი ულამაზესი დღეა ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში.
პროექტი გრძელდება... 39-ე საჯარო სკოლაში , მე- 6/5 კლასის მიერ ჩატარდა, ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი გ ა მ ო ფ ე ნ ა--პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი აა.პროექტის ეს ნაწილი ეძღვნებოდა მხატვრის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. პრეზენტაზიას ესწრებოდანენ სკოლის დირექცია,მოსწავლეები და მშობლები.მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები,ისაუბრეს ფერწერაზე,ფიროსმანის შესახებ მოძიებულ ინფორმაციებზე.წარმოააჩინეს საკუთარი შემოქმედება იცეკვეს ,იმღერეს.პარალელურ რეჟიმში ,დამსწრე საზოგადოება უყურებდა ანიმაციურ ფილმს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე
Comments
Post a Comment