ერთ-ერთი დღე თეატრში
2018 წლის 8 თებერვალს, მე- 7/5 კლასი ,ვიყავით თეატრში და ვნახეთ ნოდარ დუმბაძის "თ ე თ რ ი ბ ა ი რ ა ღ ე ბ ი ". თუმცა ჯერ წიგნი წავიკითხეთ. შემდეგ ვნახეთ, განვიცადეთ , კიდეც ვიცინეთ, ცრემლიც დავინახეთ და დავფიქრდით.....
ღმერთო,მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა ასე.... მას ხომ ბევრი მკითხველი და მაყურებელი ყავს.... მისი ხსოვნა მარადიულია..... ნოდარ დუმბაძე ხომ თბილი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, და ეს სითბო და სიყვარული ვერაფერმა ჩააქრო მასში.ამიტომ არის მისი ნაწარმოებებიც ამ გრძნობებით გაჟღენთილი. ლირიულმა თხრობამ და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა როგორც ჩვენში ,ასევე საზღვარგარეთ.
მისი თხზულებები მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზეა თარგმნილი..
სპექტაკლი ძალიან მოგვეწონა.... ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობები ზუსტად მორგებული როლებით......
სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობებმა და ბავშვებმა ერთად გადაიღეს სურათი. ჩვენ კი უნდა ვიკითხოთ ძალიან ბევრი და ხშირად ვესტუმროთ თეატრს..... თეატრი ხომ ადამიანის სულიერი საზრდოა....
ფოტო მასალის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე
Comments
Post a Comment